Incoterms® წარმოადგენს საერთაშორისო სავაჭრო წესებს, რომლებიც განსაზღვრავს გამყიდველისა და მყიდველის პასუხისმგებლობებს, ხარჯებსა და რისკების განაწილებას საქონლის საერთაშორისო გადაზიდვის პროცესში.
სწრაფი კონსულტაცია
გამოაგზავნეთ განაცხადი
რა არის Incoterms?
Incoterms (International Commercial Terms) არის საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) მიერ შემუშავებული სტანდარტიზებული წესები, რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო ვაჭრობასა და ლოგისტიკაში.
მინიმალური ვალდებულება გამყიდველს: მთელი პასუხისმგებლობა, ხარჯი და რისკი საწყობიდან/ქარხნიდან ტვირთის წაღებაზე ეკისრება მყიდველს. გამყიდველი მხოლოდ ექსპორტის დოკუმენტაციაში ეხმარება და არასწორ დატვირთვაზე აგებს პასუხს.
F-ტერმინი – ტრანსპორტირების საფასურს გამყიდველი არ იხდის
FCA (Free Carrier) – თავისუფალი ექსპედიტორამდე მიტანიდან:
გამყიდველის მოვალეობა შესრულებულია, როდესაც ექსპორტისთვის გამზადებულ ტვირთს გადასცემს მყიდველის მიერ მითითებულ გადამზიდველს დათქმულ მისამართზე.
FAS (Free Alongside Ship) – თავისუფალი პორტში მიტანიდან:
გამყიდველს ტვირთი მიაქვს დანიშნულების პორტში, გემის მისადგომთან (ნავმისადგომზე/ტივტივასთან). ამ წერტილიდან ყველა რისკი და ხარჯი მყიდველზე გადადის.
FOB (Free on Board) – თავისუფალია გემბანის ბორტზე დადებიდან:
პასუხისმგებლობა გადადის მყიდველზე იმ მომენტიდან, როდესაც ტვირთი გადაკვეთს გემის კიდეს ჩატვირთვის პორტში. გამყიდველი უზრუნველყოფს ექსპორტის საბაჟო პროცედურებს. (გამოიყენება მხოლოდ საზღვაო და შიდა საწყალოსნო ტრანსპორტირებისას).
გამყიდველი ფარავს დანიშნულების პორტამდე ტრანსპორტირებისა და დაფრახტვის ხარჯებს, თუმცა გემზე განთავსების შემდეგ წარმოქმნილ რისკებსა და დამატებით ხარჯებზე პასუხს აღარ აგებს. უზრუნველყოფს ექსპორტს. (მხოლოდ საზღვაო/საწყალოსნო).
CIF (Cost, Insurance, Freight) – ხარჯები, დაზღვევა და ფრახტი:
მოქმედებს CFR-ის პრინციპი, პლუს გამყიდველის ვალდებულება — გადაიხადოს სადაზღვევო პრემია და უზრუნველყოს ტვირთის მინიმალური საზღვაო დაზღვევა მყიდველის სასარგებლოდ. (მხოლოდ საზღვაო/საწყალოსნო).
CPT (Carriage Paid To…) – ფრახტისგან თავისუფალი:
გამყიდველი ფარავს ტრანსპორტირების ხარჯს მითითებულ ადგილამდე და ამზადებს ტვირთს ექსპორტისთვის, თუმცა დაზიანების ან დაკარგვის რისკი მყიდველზე გადადის ტვირთის პირველი გადამზიდველისთვის ჩაბარებისთანავე.
CIP (Carriage and Insurance Paid To…):
CPT-ის მსგავსად, გამყიდველი ფარავს ტრანსპორტირებასა და ექსპორტს, თუმცა დამატებით იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს ტვირთის სადაზღვევო პრემია ტრანსპორტირების პერიოდისთვის.
D-ტერმინი – მიტანის ტერმინი
DAF (Delivered at Frontier):
გამყიდველის ვალდებულება შესრულებულია, როდესაც ექსპორტირებული ტვირთი მიწოდებულია საზღვართან მდებარე დათქმულ ადგილზე — მომდევნო ქვეყნის საბაჟო საზღვრამდე.
DAT (Delivered at Terminal) – გადაზიდვა ტერმინალზე:
გამყიდველი ფარავს ტერმინალამდე (პორტი თუ დანიშნულების ადგილი) ტრანსპორტირების ყველა ხარჯსა და რისკს ტვირთის ჩამოტვირთვამდე, გარდა იმპორტის საბაჟო ანგარიშსწორებისა.
DAP (Delivered at Place) – მიტანის ადგილი:
გამყიდველი პასუხისმგებელია ყველა ხარჯსა და რისკზე მითითებულ ადგილამდე ტვირთის მიყვანისას (იმპორტის გადასახადების გარდა), სანამ ტვირთს მყიდველი არ გადმოტვირთავს.
DES (Delivered Ex Ship):
მიწოდება ხორციელდება უშუალოდ გემბანზე, დანიშნულების პორტში. იმპორტირებისთვის გამზადებული ტვირთის დასახელებულ პორტამდე მიტანის ყველა ხარჯი და რისკი ეკისრება გამყიდველს. (მხოლოდ საზღვაო/საწყალოსნო).
DEQ (Delivered Ex Quay):
გამყიდველის ვალდებულება შესრულებულია, როდესაც იმპორტისთვის მზა საქონელი განთავსდება დანიშნულების პორტის სანაპიროზე (ნავმისადგომზე). ამ წერტილამდე ყველა ხარჯსა და რისკს იღებს გამყიდველი. (მხოლოდ საზღვაო/საწყალოსნო).
DDU (Delivered Duty Unpaid) – მიწოდება განბაჟებამდე:
გამყიდველი უზრუნველყოფს ტვირთის მიტანას იმპორტიორ ქვეყანაში, დანიშნულების ადგილზე. მას ეკისრება ყველა ხარჯი და რისკი, გარდა საბაჟო პროცედურებისა და იმპორტის გადასახადებისა.
DDP (Delivered Duty Paid) – მიწოდება განბაჟებით:
გამყიდველის მაქსიმალური პასუხისმგებლობა: იგი ფარავს ყველა ხარჯს, საბაჟო გადასახადს და რისკს ტვირთის იმპორტიორ ქვეყანაში, დანიშნულების ადგილზე სრულად განბაჟებულ მდგომარეობაში ჩატანამდე.
ინკოტერმსის ჩამონათვალი:
1.
EXW — Ex Works (მიწოდების ადგილის დასახელება).
2.
FCA — Free Carrier (გადაზიდვის ადგილის დასახელება).
3.
CPT — Carriage paid to გადაზიდვა ანაზღაურებულია…მდე (დანიშნულების ადგილის დასახელება).
4.
CIP — Carriage and Insurance Paid to გადაზიდვა და დაზღვევა ანაზღაურდება…მდე (დანიშნულების ადგილის დასახელება).
5.
DAT — Delivered at Terminal გადაზიდვა ტერმინალზე (პორტის ტერმინალის ან დანიშნულების ადგილის დასახელება).
6.
DAP — Delivered at Place მიტანის ადგილი (დანიშნულების ადგილის დასახელება).
7.
DDP — Delivered Duty Paid მიწოდება განბაჟებამდე (დანიშნულების ადგილის დასახელება).
მზად ვართ თქვენი ტვირთის უსაფრთხო და სწრაფი ტრანსპორტირებისთვის
დაგვიკავშირდით და ჩვენი გუნდი შეგირჩევთ თქვენი ტვირთისთვის ყველაზე ეფექტურ ლოგისტიკურ გადაწყვეტას. ვემსახურებით ადგილობრივ და საერთაშორისო გადაზიდვებს.
დ. აღმაშენებლის 37, ფოთი 4400, საქართველო
Phone: (+995) 551 074 074
Email: info@landg.ge
უფასო კონსულტაცია
მიიღეთ ინდივიდუალური სატარიფო შეთავაზება თქვენი ტვირთისთვის.