საერთაშორისო სავაჭრო ტერმინები
Incoterms® წარმოადგენს საერთაშორისო სავაჭრო წესებს, რომლებიც განსაზღვრავს გამყიდველისა და მყიდველის პასუხისმგებლობებს, ხარჯებსა და რისკების განაწილებას საქონლის საერთაშორისო გადაზიდვის პროცესში.
სწრაფი კონსულტაცია
გამოაგზავნეთ განაცხადი
რა არის Incoterms?
Incoterms (International Commercial Terms) არის საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) მიერ შემუშავებული სტანდარტიზებული წესები, რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო ვაჭრობასა და ლოგისტიკაში.
ეს ტერმინები განსაზღვრავს:
- ვინ იხდის ტრანსპორტირების ხარჯებს
- ვინ უზრუნველყოფს დაზღვევას
- ვინ ახორციელებს განბაჟებას
- რომელ ეტაპზე გადადის რისკი მყიდველზე
Incoterms® პირობები ერთი შეხედვით
გამყიდველისა და მყიდველის პასუხისმგებლობების, ხარჯებისა და მიწოდების ეტაპების ვიზუალური სქემა.
ინკოტერმსის ძირითადი ტერმინები
ინკოტერმსის პირობები განსაზღვრავს გამყიდველისა და მყიდველის პასუხისმგებლობას, ხარჯებსა და რისკების გადაცემის ეტაპებს საერთაშორისო ვაჭრობისას.
E-ტერმინი — გადაცემის ტერმინი
მინიმალური ვალდებულება გამყიდველსEXW
მინიმალური ვალდებულება გამყიდველს: მთელი პასუხისმგებლობა, ხარჯი და რისკი საწყობიდან/ქარხნიდან ტვირთის წაღებაზე ეკისრება მყიდველს. გამყიდველი მხოლოდ ექსპორტის დოკუმენტაციაში ეხმარება და არასწორ დატვირთვაზე აგებს პასუხს.
F-ტერმინი
ტრანსპორტირების საფასურს გამყიდველი არ იხდისFCA
გამყიდველის მოვალეობა შესრულებულია, როდესაც ექსპორტისთვის გამზადებულ ტვირთს გადასცემს მყიდველის მიერ მითითებულ გადამზიდველს დათქმულ მისამართზე.
FAS
გამყიდველს ტვირთი მიაქვს დანიშნულების პორტში, გემის მისადგომთან (ნავმისადგომზე/ტივტივასთან). ამ წერტილიდან ყველა რისკი და ხარჯი მყიდველზე გადადის.
FOB
პასუხისმგებლობა გადადის მყიდველზე იმ მომენტიდან, როდესაც ტვირთი გადაკვეთს გემის კიდეს ჩატვირთვის პორტში. გამყიდველი უზრუნველყოფს ექსპორტის საბაჟო პროცედურებს. გამოიყენება მხოლოდ საზღვაო და შიდა საწყალოსნო ტრანსპორტირებისას.
C-ტერმინი
ტრანსპორტირების საფასურს იხდის გამყიდველიCFR
გამყიდველი ფარავს დანიშნულების პორტამდე ტრანსპორტირებისა და დაფრახტვის ხარჯებს, თუმცა გემზე განთავსების შემდეგ წარმოქმნილ რისკებსა და დამატებით ხარჯებზე პასუხს აღარ აგებს. მხოლოდ საზღვაო/საწყალოსნო ტრანსპორტირებისთვის.
CIF
მოქმედებს CFR-ის პრინციპი, პლუს გამყიდველის ვალდებულება — გადაიხადოს სადაზღვევო პრემია და უზრუნველყოს ტვირთის მინიმალური საზღვაო დაზღვევა მყიდველის სასარგებლოდ.
CPT
გამყიდველი ფარავს ტრანსპორტირების ხარჯს მითითებულ ადგილამდე და ამზადებს ტვირთს ექსპორტისთვის, თუმცა დაზიანების ან დაკარგვის რისკი მყიდველზე გადადის ტვირთის პირველი გადამზიდველისთვის ჩაბარებისთანავე.
CIP
CPT-ის მსგავსად, გამყიდველი ფარავს ტრანსპორტირებასა და ექსპორტს, თუმცა დამატებით იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს ტვირთის სადაზღვევო პრემია ტრანსპორტირების პერიოდისთვის.
D-ტერმინი — მიტანის ტერმინი
მაღალი პასუხისმგებლობა გამყიდველზეDAF
გამყიდველის ვალდებულება შესრულებულია, როდესაც ექსპორტირებული ტვირთი მიწოდებულია საზღვართან მდებარე დათქმულ ადგილზე — მომდევნო ქვეყნის საბაჟო საზღვრამდე.
DAT
გამყიდველი ფარავს ტერმინალამდე ტრანსპორტირების ყველა ხარჯსა და რისკს ტვირთის ჩამოტვირთვამდე, გარდა იმპორტის საბაჟო ანგარიშსწორებისა.
DAP
გამყიდველი პასუხისმგებელია ყველა ხარჯსა და რისკზე მითითებულ ადგილამდე ტვირთის მიყვანისას, იმპორტის გადასახადების გარდა, სანამ ტვირთს მყიდველი არ გადმოტვირთავს.
DES
მიწოდება ხორციელდება უშუალოდ გემბანზე, დანიშნულების პორტში. იმპორტირებისთვის გამზადებული ტვირთის დასახელებულ პორტამდე მიტანის ყველა ხარჯი და რისკი ეკისრება გამყიდველს.
DEQ
გამყიდველის ვალდებულება შესრულებულია, როდესაც იმპორტისთვის მზა საქონელი განთავსდება დანიშნულების პორტის სანაპიროზე (ნავმისადგომზე). ამ წერტილამდე ყველა ხარჯსა და რისკს იღებს გამყიდველი.
DDU
გამყიდველი უზრუნველყოფს ტვირთის მიტანას იმპორტიორ ქვეყანაში, დანიშნულების ადგილზე. მას ეკისრება ყველა ხარჯი და რისკი, გარდა საბაჟო პროცედურებისა და იმპორტის გადასახადებისა.
DDP
გამყიდველის მაქსიმალური პასუხისმგებლობა: იგი ფარავს ყველა ხარჯს, საბაჟო გადასახადს და რისკს ტვირთის იმპორტიორ ქვეყანაში, დანიშნულების ადგილზე სრულად განბაჟებულ მდგომარეობაში ჩატანამდე.
ინკოტერმსის ჩამონათვალი
ინკოტერმსის პირობები მიწოდებისა და გადაზიდვის ადგილის მითითებით:
ჩვენი ძირითადი ლოგისტიკური მომსახურებები
L & G გთავაზობთ საერთაშორისო გადაზიდვების სრულ ორგანიზებას სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო მიმართულებებით.
სახმელეთო გადაზიდვები
საერთაშორისო და ადგილობრივი სატვირთო გადაზიდვების ორგანიზება მოქნილი მარშრუტებითა და სრული ლოგისტიკური მხარდაჭერით.
დეტალურად →
სარკინიგზო გადაზიდვები
დიდი მოცულობისა და მძიმე ტვირთების ეფექტური ტრანსპორტირება საერთაშორისო სარკინიგზო მარშრუტებით.
დეტალურად →
საზღვაო გადაზიდვები
საკონტეინერო და საზღვაო ტვირთების გადაზიდვა საერთაშორისო პორტებს შორის სრული კოორდინაციით.
დეტალურად →
წლის გამოცდილება
სატვირთო მანქანა
კმაყოფილი კლიენტი
შესრულებული გადაზიდვა
არ იცით, რითი დაიწყოთ?
მიიღეთ პასუხი ნებისმიერ კითხვაზე
საკონტაქტო ინფორმაცია
მზად ვართ თქვენი ტვირთის უსაფრთხო და სწრაფი ტრანსპორტირებისთვის
დაგვიკავშირდით და ჩვენი გუნდი შეგირჩევთ თქვენი ტვირთისთვის ყველაზე ეფექტურ ლოგისტიკურ გადაწყვეტას. ვემსახურებით ადგილობრივ და საერთაშორისო გადაზიდვებს.
-
დ. აღმაშენებლის 37, ფოთი 4400, საქართველო
-
Phone: (+995) 551 074 074
-
Email: info@landg.ge

